Home
Category
TV Live Menu

3 ჰესის მშენებლობისა და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

5989a79193fa6
BM.GE
08.08.17 16:00
881
ენერგეტიკის სამინისტრომ ქვემო-ქართლის რეგიონში, მდ. მტკვარზე ასაშენებელი „მტკვრის კასკადი 4 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია შპს „ვმ ელექტრიკი”-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

„მტკვრის კასკადი 4 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 78.1 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 614.9 მლნ.კვტ.სთ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 136,675,000 აშშ დოლარს შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში უნდა წარადგინონ.

ამასთან სამინისტრო ინტერესთა გამოხატვას აცხადებს „კოხი ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით .
„კოხი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 11.20 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 43.10 მლნ.კვტ.სთ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 21,000,000 აშშ დოლარს შეადგენს.

სამინისტრომ ქ. თბილისში, მდ. მტკვარზე ასაშენებელი „დიღომი ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნითაც ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია შპს „ჯი ემ ჯი”-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

„დიღომი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 17.50 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 95.0 მლნ.კვტ.სთ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 35,000,000 აშშ დოლარს შეადგენს.



Subscribe to our news

Get the main news of the day