Home
Category
TV Live Menu

300-მდე ქართული ღვინის მარანი, მუზეუმი და რესტორანი Google map-ზე განთავსდება

5881f1877579e
ელენე გოგბერაშვილი
20.01.17 15:15
3224
ასოციაცია ქართული ღვინის ინიციატივით, პირველად საქართველოში ღვინის ტურიზმის გზამკვლევი შეიქმნა, რომელიც აღჭურვილია QR კოდების ნავიგაციით, რაც ხელს უწყობს ტურისტს მარტივად იპოვოს მისთვის საინტერესო მიმართულება და ეწვიოს ამა თუ იმ მარანს, რესტორანს თუ სასტუმროს. როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" ასოციაციის ბიზნეს განვითარების მენეჯერი აცხადებს, გზამკვლევში თავმოყრილია 300-მდე ღვინის მარანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე სასტუმრო სახლები, ღვინის ბარები, მუზეუმები და ა.შ

როგორც ტატა ჯაენი აცხადებს, QR კოდები მინიჭებული აქვს თითქმის ყველა მარანს, რესტორანს და გესთჰაუსს. სპეციალური აპლიკაციით ტურისტს მარტივად შეეძლება გადავიდეს Google map-ზე და ეწვიოს მისთვის სასურველ მიმართულებას.

ტურისტებს გზამკვლევის შეძენა ჯერჯერობით საქართველოში თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში შეუძლიათ. ტატა ჯაენის თქმით, საქართველოში ღვინის ტურიზმის გზამკვლევი მალე ინგლისისა და გერმანიის ცნობილ წიგნის მაღაზიებში გაიყიდება. ამ ეტაპზე გზამკვლევი ხელმისაწვდომი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა. გაზაფხულიდან ქართული ღვინის ასოციაცია გზამკვლევის რუსულ ენაზე გამოცემას გეგმავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day