Home
Category
TV Live Menu
Loading data...

309 კომპანიის გამოკითხვის შედეგები - შრომის კოდექსი

BM.GE
06.12.21 14:48
402
2021 წლიდან საქართველოში შრომის კოდექსში შევიდა ცვლილებები. მივიღეთ შრომის ინსპექციის მკვეთრად გაზრდილი მანდატი და ახალი ვალდებულებები ბიზნესისათვის. თუ აქამდე შრომის ინსპექციას მხოლოდ შრომის უსაფრთხოების შემოწმება შეეძლო, ახლა უფლება აქვს დასაქმებულის შრომითი უფლებები შეამოწმოს - რამდენს და რა ვითარებაში მუშაობენ. ასევე ძალაში შევიდა სამუშაო დროების აღწერის ვალდებულება. როგორ აფასებს და როგორ შეეგუა კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ბიზნესი. დამსაქმებელთა ასოციაციამ კვლევა ჩაატარა, სადაც 309 კომპანია გამოიკითხა. საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 51% საკანომდებლო ცვლილებებს საჭიროდ მიიჩნევს, დანარჩენი კი მეტ-ბნაკლებად საჭიროდ ან სრულად არასაჭიროდ.

სტუმარი: ნიკოლოზ აბუთიძე - დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

Subscribe to our news

Get the main news of the day