განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი - შპს „სართიჭალის საშრობი“ ამოქმედდა. შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 3 მილიონი ლარია, 500 000 ლარი კი - სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი.„სართიჭალის საშრობში“, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული 9,000 ტონა მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.