Home
Category
TV Live Menu

$3,6 მილიონიან ჰესს ჩოხატაურში კომპანია "შელერი" ააშენებს

5a6b2515a54cb
მარი როჭიკაშვილი
26.01.18 17:10
866
გურიის რეგიონში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდინარე გუბაზეულზე „გუბაზეული 6 ჰესის“ მშენებლობას შპს “შელერი“ განახორციელებს.

როგორც Bm.ge-ს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, “ გუბაზეული 6 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მხოლოდ ერთი კომპანია “შელერი“ მონაწილეობდა. კონკურენტების არასებობის გამო შელერი გამარჯვებულად გამოვლინდა და მასთან მემორანდუმი უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, „გუბაზეული 6 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3.06 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 20.25 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 3 670 000 აშშ დოლარია.

Subscribe to our news

Get the main news of the day