Home
Category
TV Live Menu

3D პრინტერზე დაბეჭდილი უპილოტო ავტობუსი ამერიკის ქუჩებში გამოჩნდა

5764f95d76603
BM.GE
18.06.16 11:32
1244
Olli - ასე ეწოდება 3D პრინტერზე დაბეჭდილ უპილოტო ავტობუსს, რომელიც ვაშინგტონის ქუჩებში გამოჩნდა. ავტომობილი ადგილობრივმა სტარტაპმა Local Motors -მა შექმნა და მას 12 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
 
სატრანსპორტო საშუალების კონცეფციის მიხედვით, მისი გამოძეხება მგზავრებს მობილური აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ, ისე როგორც ეს Uber-ის შემთხვევაში ხდება.
მომავალ თვეებში ავტობუსი მაიამისა და ლოს-ანჯელესშიც გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად Google-ს უპილოტო ავტომობილების ტესტირებისთვის რამდენიმე წელი დასჭირდა, კომპანიის შემქმნელი აცხადებს რომ ავტობუსი სრულად მზად არის და ის მხოლოდ ლიცენზიას ელოდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day