Home
Category
TV Live Menu

4 სფერო, რომელშიც ესტონეთი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას აქტიურად იყენებს

58e8b7cfdd4ca
BM.GE
08.04.17 14:09
771
იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს დებატები ბლოკჩეინის ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, ესტონეთმა მისი აქტიურად დანერგვა და გამოყენება უკვე დაიწყო.

ესტონეთში ბლოკჩეინს აქტიურად იყენებს სამედიცინო და საბანკო სფეროში, ასევე სანოტარიუსო საქმიანობასა და სავაჭრო ბირჟებზე.

გასულ წელს მონაცემთა უსაფრთხოებაზე სპეციალიზირებულმა კომპანიამ Guardtime ესტონეთის „ელექტრონული ჯანმრთელობის ფონდთან“ eHealth პარტნიორობა დაიწყო. Guardtime აქტიურად იყენებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას. პროექტის მიზანს 1 მილიონზე მეტი სამედიცინო ჩანაწერის დაცვა წარმოადგენს. კომპანია ამისთვის სპეციალურ ინფრასტრუქტურას KSI იყენებს, რის შედეგადაც პაციენტების სამედიცინო ისტორია ელექტრონულ ბაზაში რეალურ დროში იცვლება. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დახმარებით პაციენტების სამედიცინო ჩანაწერები არის დაცული და საიმედოდ შენახული. KSI 2008 წელს შეიქმნა.

ჯანდაცვის სექტორის გარდა, ბლოკჩეინის პერსპექტივები აითვისეს ესტონეთის საბანკო სფეროშიც. მაგალითად, LHV Bank-მა სპეციალური საფულე Cuber Wallet შექმნა, რომელიც ასევე ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ეფუძნება. მისი „გასაღები“ მფლობელის მობილურ ტელეფონშია. საფულე თანხის გადაგზავნის ან მიღების საშუალებას იძლევა , ტრანზაქციას დაახლოებით 1 საათი სჭირდება და ის სრულიად უფასოა.

ბლოკჩეინის ტექნოლოგია ესტონეთში არც სავაჭრო ბირჟისთვისაა უცხო. გასულ წელს, ესტონური NASDAQ -ის ხელმძღვანელმა განაცხდა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია ელექტრონული ხმის მიცემისას, რომელსაც აქციის მფლობელები გამოიყენებენ.

რაც შეეხება ნოტარიუსებს, - პროექტის სახელწოდებით Bitnation ფარგლებში, მასში მონაწილე პირებს ბლოკჩეინის გამოყენებით შეუძლიათ ტრადიციული ნოტარიუსული მომსახურება გამოიყენონ, - მათ შორის ბლოკჩეინში ინახება, ქორწინების რეგიტრაცია, დაბადების მოწმობა, კომერციული კონტრაქტები. პროგრამა 2014 წელს დაიწყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day