40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი დაუწესდებათ
BM.GE
03.01.17 15:45
• 1671
40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ. 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ფიზიკურმა პირებმა ავტომობილის საბაზრო ღირებულების 0,2%, ხოლო 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლის მქონე ფიზიკურმა პირებმა მსუბუქი ავტომობილის საბაზრო ღირებულების 0,8% უნდა გადაიხადონ. ავტომანქანების ქონების გადასახადის დაწესებით მთავრობა საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 3 მილიონი ლარით გაზრდას ელოდება.