40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ. შესაბამის ცვლილებებს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, რომლის განხორციელებასაც მთავრობა მომავალი წლისთვის გეგმავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ბიუჯეტს აქვს მიმაფგრებული.
ოჯახებს, რომელსაც 40 ათასლ ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა მანქანის ასაკის მიხედვით მოუწევთ.
ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით, ლარებში:
1 წლამდე ავტომობილებზე - 500 ლარი
1-დან 5 -წლამდე ავტომობილებზე - 240 ლარი
5-დან 10-წლამდე ავტომობილზე 120 ლარი
10 წლის ზემოთ ავტომობილებზე - 60 ლარი
40 000 ლარზე მეტი შემოსავალის მქონე ფიზიკურ პირთა ავტომანქანების ქონების გადასახადის დაწესებიტ მთავრობა საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 3 მილიონი ლარით გაზრდას ელოდება.