Home
Category
TV Live Menu

45176,00 ლარის ღირებულების საქონელი მეწარმეს ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა

575e689634e44
BM.GE
13.06.16 11:55
1006
45176,00 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა 3 ივნისს ქ.სენაკში. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ფორდის მარკის ა/მანქანა, რომლითაც ხორციელდებოდა ერთერთი შპს-ს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) ტრანსპორტირება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 45176,00 ლარი.
 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, ინფორმაცია გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

Subscribe to our news

Get the main news of the day