აპლიკაცია საქმის ორგანიზებისთვის, ბლოკნოტი მნიშვნელოვანი ჩანაწერებისთვის, ჭკვიანი კალენდარი - ეს იმ აპლიკაციების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ და ყოველდღიურ დავალებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, შესაბამისად მათი საშუალებით თქვენ აღარასდროს გექნებათ მეხსიერების პრობლემა. ამავდროულად, როდესაც საქმე სმარტფონების აპლიკაციებზე მიდგება, სიტყვა “უფასო” არ ნიშნავს “უვარგისს”. პირიქით, მსოფლიოში უამრავი უფასო აპლიკაცია არსებობს.
1. Pocket მათ შორის არის Pocket-იც რომელიც სიახლეების წამკითხველ საშუალებას წარმოადგენს, ანუ თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ სტატიები, სიახლეები და სხვა ინფორმაციული ფაილები. აპლიკაცია ახდენს სხვადასხვა მოწყობილობებს შორის სინქრონიზაციას. შენახულ სტატიებზე წვდომა კი ნებისმიერ დროსა და ადგილიდან არის შესაძლებელია. მუშაობს ავტონომიურად “ოფლაინ” რეჟიმში ინტერნეტთან კავშირის გარეშე.
2. Microsoft OneNote Microsoft OneNote - ეს არის ციფრული ბლოკნოტი თქვენი სამუშაო და პირადი ჩანაწერებისთვის. “ჩაყარეთ” იდეები, დაამატეთ სურათები, შეადგინეთ შესასრულებელი დავალებების სიები და კიდევ სხვა მრავალი ფუნქცია. აკეთეთ ეს ყველაფერი სახლში, სამუშაოსა და გზაზე – ჩანაწერები ყოველთვის თქვენთან არის. ისინი ღრუბლოვან საცავში ავტომატურად ინახება და სინქრონიზირდება. ნებისმიერ თქვენს მოწყობილობაზე მხოლოდ აქტუალური მონაცემები იქნება. აპლიკაცია არის უფასო.
3. აპლიკაცია Fantastical საშუალებას გაძლევთ კალენდარი და ე.წ. „რემაინდერი“ ერთდლოულად მართოთ, ანუ ეს ნიშნავს, რომ ყველა თქვენთვის საინტერესო დღე, მოვლენა და დავალება აქ მოიყრის თავს. ასე რომ თქვენ არ მოგიწევთ მონაცემების შეტანა – ყველაფერი ავტომატურად სინქრონიზირდება სტანდარტულ აპლიკაციებთან.
Fantastical-ში კალენდარისა და რემაინდერის შეტყობინებები და ინფორმაცია ერთიან ფანჯარაში გამოდის. მაღლიდან ჩანს უახლოეს დღეებში ჩანიშნული შეხვედრები, ხოლო დაბლიდან – ყველა შეტყობინებებისა და ჩანიშვნების სია. აპლიკაცია ფასიანია, მისი ღრებულება 4.99 დოლარია.
4. კიდევ ერთ აპლიკაცია, რომელიც უფრო პროდუქტიულს გაგხდით ეს არის Wunderlist-ი, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი განრიგის დაგეგმარებაში და აღარ დაგავიწყდებათ ჩანიშნული მნიშვნელოვანი დღეები. აპლიკაციაში გარკვევა დიდ დროს არ წაგართმევთ და რაც მთავარია, უფასოა. არსებობს ფასიანი ვერსიაც, რომელსაც დავალებების ულიმიტო დელეგირება და ფაილების ატვირთვის ფუნქცია მოჰყვება. სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო დანაწევრებულ კონტროლსა და სპეციფიკურ მახასიათებლებს სთავაზობენ მომხმარებელს, wunderlist ძლიერ, გამართულ, მულტიფუნქციურ დავალებებზე გათვლილ, კროს-პლატფორმულ ხერხს გთავაზობთ თქვენი დღის სამართავად.
5. Paper და ბოლოს, აპლიკაცია, რომელიც ახალი სტილია მეგობრების სიახლეების სანახავად. Paper-ი არის პერსონალიზებული აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაამატოს ან წაშალოს სექციები მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. აპლიკაცია იღებს ისტორიებს ფეისბუკიდან და მას ახლებურად გილაგებთ.