Home
Category
TV Live Menu
Loading data...

5 ოქტომბერს ExpoGeorgia-ში დასაქმების ფესტივალი იმართება

BM.GE
27.09.22 13:37
176
5 ოქტომბერი სამსახურის მაძებლებისთვის მოსანიშნი თარიღია. ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონი დასაქმების ფაესტივალს მასპინძლობს. 

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 4.0 პროცენტული პუნქტით. 

საქსტატის ინფორმაციითვე, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.2 პროცენტს შეადგენდა. 

წინა წელთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 36.2 ათასი კაცით გაიზარდა (4.4%) და 867.9 ათასს გადააჭარბა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასით შემცირდა (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა.

დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალაქის ტიპის (0.9 პროცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.7 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად 42.8% და 41.4% შეადგინა.

ახლა რაც შეეხება ფესტივალს, ვაკანსიები ძირითადად ჰორეკა სექტორშია გამოცხადებული, შესაბამისად, დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს და სასტუმრო ან სარესტორნო სფეროთია დაინტერესებული.

მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ფესტივალზე 30-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას და ვაკანსიებს აცხადებენ, არამხოლოდ თბილისის მასშტაბით, რეგიონებშიც შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ვაკანსიის მონახვა. 

სტუმარი: კოტე გაბრიჩიძე - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი;


Subscribe to our news

Get the main news of the day