5 თვეში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 879 სესხი გაიცა , - აქედან 853 სესხი ლარში იყო გაცემული და მათი მოცულობა 63,2 მილიონია, ხოლო 26 სესხის გაცემა დოლარში მოხდა, საერთო მოცულობით 3,2 მლნ დოლარი.
სულ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსების თანხამ შეადგინა 23.0 მლნ ლარი.
ბიუჯეტის 6 თვის შესრულების დოკუმენტის მიხედვით, დანერგე მომავალის პროექტის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დამტკიცებულია 1 061 ჰექტარზე გასაშენებელი 186 ბაღის პროექტი, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრა 6.6 მლნ ლარით.