Home
Category
TV Live Menu

5 წიგნი, რომლის წაკითხვასაც ბაფეტი ყველას ურჩევს

57a630fb0d6b9
BM.GE
06.08.16 22:44
1252
მსოფლიოში ცნობილი ინვესტორი უორენ ბაფეტი კარიერის დასაწყისში დღეში 700-დან 1000 გვერდამდე კითხულობდა. დღესაც დღის უმეტეს ნაწილს ბიზნესმენი კითხვაში ატარებს.

"ჩემი საქმე ბევრი ინფორმაციის მიღება და შემდგომ ფაქტების გაანალიზებაა. ჩვენ არ ვკითხულობთ სხვა ადამიანების აზრებს, მაგრამ შეგვიძლია წავიკითხოთ ფაქტები და ამის მიხედვით დავიწყოთ ფიქრი“, - ამბობს ბაფეტი.

გამოცემა Businessinsider-მა ბაფეტის სხვადასხვა ინტერვიუებიდან ის წიგნები შეაგროვა, რომლის წაკითხვასაც ბიზნესმენი ყველას ურჩევს.

1. ინტელექტუალი ინვესტორი, - ბენჯამენ გრაამი - ბაფეტმა წიგნი 19 წლის ასაკში წაიკითხა და როგორც თავად ამბობს, მის მომავალ კარიერაზე დიდი გავლენა იქონია.
2. უსაფრთხოების ანალიზი, - წიგნის ავტორი ბენჯამენ გრაამთან ერთად დევიდ დოდია. „წიგნმა ის რუკა მომცა, რომელსაც ინვესტირების დროს უკვე 75 წელია მივყვები“, - ამბობს ბაფეტი.
3. სტრეს ტესტი: ფინანსური კრიზისის ანარეკლი, - ტიმოთი გეიტნერი. ბაფეტი თვლის, რომ აღნიშნული წიგნი ყველა მენეჯერს უნდა ჰქონდეს წაკითხული. წიგნი ორი ფინანსური რისკის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მენეჯერებზე მოგვითხრობს.
4. ბიზნეს თავგადასავალი, - ჯონ ბრუკსი. როდესაც 1991 წელს ბილ გეითსმა ბაფეტს საყვარელი წიგნის დასახელება სთხოვა, ბაფეტმა სწორედ ბრუკსის ნამუშევარი დაასახელა, რომელიც ნიუ-იორკში მომხდარი შემთხვევების შესახებ მოგვითხრობს.
5. პირველ რიგში იოცნებეთ, ჯიმ კლეიტონის წიგნიც ბაფეტის საყვარელ ნამუშევრებს შორის მოხვდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day