500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებმა 10 მლნ ლარამდე ინვესტიცია მოიზიდეს
BM.GE
28.09.20 09:12
• 541
Stack, Cargon, Phubber და Nextsale_ 500 Georgia-ს პირველი ნაკადის მონაწილე ოთხმა სტარტაპმა, დაახლოებით, 10 მლნ ლარის ინვესტიცია მოიზიდა. ამ შესაძლებლობამ ადგილობრივ სტარტაპებს გზა გაუხსნა სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად ემუშავათ საკუთარი იდეების დახვეწაზე, გაეგოთ უფრო მეტი მარკეტინგზე, პროდუქტის დიზაინზე, გაყიდვებსა და მათთვის საჭირო სხვა სფეროებზე და, რაც მთავარია, გლობალურ ბაზრებზე გასვლა შეძლებოდათ.