„იმ საბიუჯეტო დანაკლისის კომპენსირება, რაც საგადასახადო რეფორმას მოყვება შეეგვიძლია“, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დათო ლეჟავამ განაცხადა. მისი თქმით, რეფორმასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდისა და მთავრობის პოზიციები განსხვავდება.
„ვიზიარებმოსაზრებას, რომ ინვესტიციების ხელშესაწყობად შესაძლებელია სხვა ღონისძიებების გატარება და რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყანამ ეს ღონისძიებები უნდა გაატაროს. ესაგადასახადოს რეფორმა ქვეყნისათვის მაკროეკონომიკური თვალსაზრისით და ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად ძალიან სასარგებლო იქნება.
კომპანიებს, რომლებსაც მოგება აქვთ და კარგად მუშაობენ, შეძლებენ ფული დაზოგონ და ახალ ინვესტიციებში ჩადონ, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას წაადგება.
საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია იმ ღონისძიებების, რაც შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გატარდეს. ერთი მხრივ, მეტი გადასახადის მობილიზებისათვის და მეორე მხრივ, ხარჯების შემცირების მიმართულებით. ამ ეტაპზე თავისუფლების აქტში ცვლილება არ განიხილება, თუმცა მიუხედავად ამისა, შესაძლებელია რომ ჩვენ ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი ზომიერ ფარგლებში შევინარჩუნოთ. მთავრობის მიერ გარკვეული ღონისძიებები მოფიქრებულია, განხილვები და მსჯელობები მიმდინარეობს.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საერთაშორისო სავალუტოს წარმომადგენლები საქართველოში 15 ნოემბრისთვის ჩამოდიან. ჩვენ ჩვენს პოზიციებს შევაჯერებთ თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ ფისკალური დეფიციტი ზომიერი იყოს და არა ისეთი, როგორც სავალუტო ფონდის ანგარიშში იყო ნახსენები. 6%-იან ფისკალურ დეფიციტს არავინ განიხილავს და არც არავინ აპირებს, რომ პარლამენტს ასეთი დეფიციტი წარუდგინოს“, - განაცხადა ლეჟავამ.