Home
Category
TV Live Menu

7 წელიწადში საქართველოში ჩინური მხარის მონაწილეობით შექმნილი 410 კომპანიაა რეგისტრირებული

591aeb997a389
თელარა გელანტია
16.05.17 16:05
781
2010-2017 წლებში საქართველოში ჩინეთის მონაწილეობით შექმნილი 410 კომპანიაა რეგისტრირებული.

საქსტატის მიერ "საქმის კურსისთვის" მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 410 კომპანიიდან აქტიურია 133.

კომპანიების საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია, მაგრამ ძირითადად ჭარბობენ საცალო და საბითუმო ვაჭრობის კომპანიები, ტურისტული სააგენტოები და სასტუმროები და რესტორნები.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისს პეკინში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლიც ძალაში 2017 წლის ბოლოს ან 2018 წლის დასაწყისში შევა.

Subscribe to our news

Get the main news of the day