"ვერ დამისახელებთ ვერცერთ კანონს პარლამენტის მიერ მიღებულს, რომელსაც შეხება არ აქვს ბიზნესის ამა თუ იმ წრე-სექტორთან, ამა თუ იმ სეგმენბტთან", - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილის თქმით რიგ შემთხვევებში პარლამენტში მისაღები კანონპროექტების განხილვა კომიტეტების დონეზე ბიზნესის სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებტანაც ხდებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიზნესთან კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა.
"700-მდე მიღებული კანონიდან თუ ორ შემთხვევაში აღმოჩნდა პრობლემა, ეს ძალიან კარგი შედეგია. ჩვენს პირობებში საკონსტიტუციო სასამართლომ უპრეცედენტოდ მაღალი დატვირთვა შეიძინა. ყოველთვის არ არის ყველაფერი ცალსახა, ამიტომ არსებობს ეს ინსტიტუტი. თუ პარლამენტს რაიმე შეცდომა მოუვიდა კონსტიტუციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში სწორდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.