Home
Category
TV Live Menu
Loading data...

9 თვე მართვის მოწმობის ორეტაპიანი გამოცდის ამოქმედებიდან - შედეგები და გამოწვევები

BM.GE
30.01.23 12:06
115
„მართვის მოწმობის ორეტაპიანი გამოცდის ამოქმედების შემდეგ პირველ ცდაზე გამოცდას წარმატებით 100-დან მხოლოდ 4 ადამიანი აბარებს თუმცა ის მაინც პასუხობს იმ უნარებს, რაც მომავალ მძღოლს სჭირდება“ - ეს განცხადება გასულ კვირას ამ სტუდიაში საავტომობილო სპორტის ფედერაციის განათლებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ბაბუციძემ გააკეთა, რომელმაც იმ პრობლემებზე და ხარვეზებზე ისაუბრა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ამ საკითხის გარშემო დაგროვდა. 

სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ასევე აცხადებს, რომ ხარვეზებია რეგისტრაციის პროცესშიც და მათი თქმით მოქალაქეები იძულებულები ხდებიან მხოლოდ ვიაიპ მომსახურებით ისარგებლონ, რომლის ფასიც 250 ლარია, რაც ცხადია ხარჯებს მნიშვნელოვნად აძვირებს.

როგორია რეალური სტატისტიკური მონაცემები და გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ?

სტუმარი: იმედა მაკასარაშვილი - შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე;

Subscribe to our news

Get the main news of the day