Home
Category
TV Live Menu
Loading data...

9.5 ევრო საათში - ქართველები გერმანიაში ლეგალურად დასაქმდებიან

BM.GE
11.02.21 18:19
569
გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. მინიმალური ხელფასი - 9.50 ევრო საათში, რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. სწორედ ეს იყო მთავარი თემა, რაზეც დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრს შემდეგ კი გაკეთდა კომენარები. რა არის მთავარი პირობა, რომლის დაკმაყოფილების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გერმანიაში დასაქმებას და რაოდენობა შეზღუდულია თუ არა?

Subscribe to our news

Get the main news of the day