Home
Category
TV Live Menu
Loading data...

A კლასის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა გაიზარდა

BM.GE
24.01.23 09:28
123
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წელს ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღდგა. სექტორის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ზრდა განსაკუთრებით A კლასის ბიზნეს ცენტრებზე მოდის, სადაც ფასი 26$-ია, შედარებისთვის B კლასში ფასი 13$-ის ფარგლებში მერყეობს. bm.ge-სთან ბიზნეს ცენტრების წარმომადგენლები მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ. მათი უმეტესობა 80-90%-ით დატვირთულია. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოთხოვნის ზრდის დინამიკა 2 წლიანმა დაპაუზებამ გამოიწვია. კომპანიები 2023 წლიდან საოფისე ფართების დატვირთულობის ზრდას ვარაუდობენ. რაც შეეხება ფასებს, ბიზნესების მხრიდან ამ ეტაპზე ამის პროგნოზირება რთულია.

Subscribe to our news

Get the main news of the day