Home
Category
TV Live Menu

აბაშაში საკონდიტრო ნაწარმის საწარმოში 730 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა

576e6ddd079ac
BM.GE
25.06.16 15:38
1361
სახელმწიფო პროგრამის– „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმო "ვესტ ჯორჯიან ბეიკერი“ დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაათვალიერა.

აბაშაში მდებარე საწარმო 2015 წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 44 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 730 000 ლარია.

გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობა საწარმოს დირექტორმა ვახტანგ პატარაიამ გაუწია. მისი განმარტებით, კომპანია სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს უშვებს.

საწარმოში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა აბაშელებს მხარდაჭერა აღუთქვა ყველა საინტერესო ბიზნსპროექტის განხორციელებაში. მისი განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციასთან და სამუშაო ადგილების გაჩენასთან.

Subscribe to our news

Get the main news of the day