"შეთანხმებებს რუსულ მხარესთან შეხვედრისას არ ვაფორბეთ, ეს არაფორმალური დიალოგია. იქ არის წმინდა ჯენლტმენული შეთანხმებები", - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში განაცხადა. პრემეირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, 3 წლიანი დიალოგის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორმალური ვალდებულებების აღება შეხვედრისას არ ხდება.
"ამ სამი წლის მანძილზე, ჩვენ რუსეთის ბაზარი სრულად გავხსენით. დაახლოებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა რუსეთში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია. აღდგა საავიაციო მიმოსვლა, ტურისტების რაოდენობამ იმატა.
ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჩვენი მოქალაქეები, ვინც იქ სასჯელს იხდიდნენ ჯაშუშობის ბრალდებით. 25 წლიანი მცდელობის შემდეგ პირველად, ნაბიჯები იდგმება კინოფონდის საქართველოში გადმოსატანად.
ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვააქტიურებთ ურთიერთობებს დასავლეთთან. რუსეთთან დიალოგს განვიხილავთ ჩვენი ევროპული პროექტის ხელშემწყობ ღონისძიებად და დასავლელი პრტნიორებიც ამას ასე განიხილავენ. ჩვენ რუსეთთან შევამცირეთ დააძაბულობა რაც აუცილებელი ფაქტორია, რომ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორები შემოვიდნენ. ასევე მნიშვნელოვნად გამარტივდა სავიზო რეჟიმი", - განაცხადა აბაშიძემ.