Home
Category
TV Live Menu

აბიტურიენტებს ფაკულტეტების შეცვლა და დამატება ხვალ, 18:00 საათამდე შეუძლიათ

57aaeacae3b78
BM.GE
10.08.16 12:42
1287
აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა ხვალ, 18:00 საათამდე შეეძლებათ.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აბიტურიენტებმა საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებები ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge ან www.naec.gov.ge უნდა შეიტანონ. 11 აგვისტოს, 18:00 საათამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, დაამატონ ან შეცვალონ ფაკულტეტები.

”პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევნის გაკეთების საშუალებას ეძლევა. ყველა ცვლილების დადასტურება აბიტურიენტმა უნდა მიიღოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თუ მან ასეთი დადასტურება ვერ მიიღო, სავარაუდოდ, ცვლილებების შეტანა დასრულებული არა აქვს. მაგალითად, არ დააჭირა შენახვის ღილაკს”, - განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

11 აგვისტოს, 18 : 00 საათზე, აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც შეწყდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, გადახედონ საკუთარ რეიტინგულ სიას.

საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დარჩენილ ადგილებზე ჩარიცხვა არ მოხდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day