Home
Category
TV Live Menu

"აბრებზე ქართული წარწერების გაკეთება ბიზნესისთვის პრობლემა არ არის"

5a9692dfb7638
სალომე მეცხვარიშვილი
01.03.18 10:00
1176
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ სარეკლამო აბრებზე ქართული წარწერების განთავსება ბიზნესის წინაშე პრობლემად არ დგას. ასე ეხმაურება ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი თბილისის მერის ინიციატივას, რომ სარეკლამო აბრებზე ქართული წარწერების განთავსებაზე სანქციები და მონიტორინგი გამკაცრდეს.

გასულ წელს აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ აბრებზე სასაქონლო ნიშნის ქართულ ენაზე დაწერის ვალდებულებამ ბიზნესს პრობლემები შეუქმნა. უწყებაში მაშინ აბობდნენ, რომ აბრებზე წარწერის ქართულ ენაზე შესრულების ვალდებულებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგოებიცაა "სამსუნგი", "ჰოლიდეი ინი" და ა.შ

„მათ უწევთ აღნიშნული ლოგოტიპის ქართული ასოებით გადმოცემა, რაც მარკეტინგული თვალსაზრისით გაუმართლებელია - აცხადებდნენ უწყებაში.

დღეს ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ეს პრობლემა ასეთი სიმწვავით არ დგას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პრეცენდენტები, როდესაც გარკვეულმა ბრენდებმა მოახდინეს ადაპტირება ქართულ ენასთან და H&M ამის ძალიან კარგი მაგალითია. მთავარია, ეს არ იქცეს რეიდების წყაროდ და დარწმუნებული ვარ, ასე არ მოხდება.

სხვა მხრივ, მემგონი, ბიზნესი აცნობიერებს, რომ ამის გაკეთება არის შესაძლებელი. ეს არის სავსებით ლოგიკური მოთხოვნა. თვითმიზანი არ უნდა იყოს, რომ ვინმესთან მივიდნენ და დაჯარიმდნენ“,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day