Home
Category
TV Live Menu

აჭარას 8 თვეში 11%-ით მეტი ტურისტი ეწვია

580b2cf6d9552
BM.GE
22.10.16 13:08
967
”აჭარას 8 თვის განმავლობაში 227 342 უცხოელი ტურისტი სტუმრობდა, რაც 11,34%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით" - ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტებს აჭარაში უცხოელი ტურისტების ზრდის ტენდენცია გააცნო.

მისი ინფორმაციით, წელს განსაკუთრებულად გაიზარდა აჭარაში საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რაოდენობა. მამუკა ბერძენიშვილის ინფორმაციით, მატება ამ მიმართულებით 76,55%-ია.

”აჭარას 8 თვის განმავლობაში 227 342 უცხოელი ტურისტი სტუმრობდა, რაც 11,34%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გაცილებით მეტია, რადგან ეს ციფრი მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული სასტუმროების მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა წლის ბოლოს ჩვენ ასევე გვეცოდინება თუ რამდენი ტურისტი დარჩა არარეგისტრირებულ სექტორშიც.

რაც შეეხება საზღვრის კვეთის მონაცემებს, აჭარას 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტურმობდა. აქედან მხოლოდ საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 114 169 შეადგენს, რაც 76,55%-იან მატებას გულისხმობს. მიმდინარე წელი გამორჩეული იყო რეგიონში საერთაშორისო ფრენების უპრეცედენტო რაოდენობითაც. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ივლისის თვეში 300-ზე მეტი ავიარეისი 22 მიმართულებით შესრულდა. დეპარტამენტმა პიარ და მარკეტინგული აქტივობები რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით 10 სამიზნე ქვეყანაში აწარმოა, ონლაინ რეკლამებს, გარე რეკლამებს, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას, პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას, აჭარის დღეების გამართვასა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას ითვალისწინებდა. ასევე, სამიზნე ქვეყნებში ფლეშმობების, კონკურსების, პრესს ლანჩების, პრესკონფერენციების, პრომო აქციების, გასტრო ტურებისა და კულინარიული მასტერკლასების ჩატარებას“, - განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day