Home
Category
TV Live Menu

აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილების რაოდენობა 18 950-მდე გაიზარდა

592e9cf883f53
BM.GE
31.05.17 14:37
863
2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 7 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. Fly Dubai, Wings of Lebanon, Anda Air, Small Planet Airlines, Nordavia, Nordstar Airlines და Severstal ფრენებს დუბაიდან, ბეირუთიდან, ვარშავიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანქტ პეტერბურგიდან იწყებს. Tav Georgia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჯამში ბათუმის მიმართულებით 22 ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც.

ამასთან, არსებულ 348 რეგისტრირებულ ობიექტს 4 ახალი - სასტუმრო Sky Tower, ვინთემი, „ირე პალასი“ და ,,ბლექ სიი ჰოსტელი“ შეემატა. შესაბამისად, აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილების რაოდენობა 18 950-მდე გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day