Home
Category
TV Live Menu

აჭარაში საშუალოდ ტურისტის ერთი დღის მთლიანი ხარჯი იანვარ-მარტში 451.15 ლარი იყო

57bef0cdcfe83
BM.GE
25.08.16 17:20
1101
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად, რომელიც 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს ეხება 1000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა.

როგორ კვლევამ აჩვენა, იანვარ-მარტის პერიოდში აჭარას 42,7 % ინდივიდუალური მოგზაური, ხოლო 35,2 % ჯგუფური მოგზაური სტუმრობს და მათი უმრავლესობა რეგიონში საშუალოდ 4 ღამით რჩება. კვლევის წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდს ეხება გაზრდილია ერთი ტურისტის მიერ რეგიონში 1 დღეში დახარჯული თანხის რაოდენობა, რაც საშუალოდ 451.15 ლარს შეადგენს.

კვლევის წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით მესამე ეტაპზე ასევე შეცვლილია მონაცემები რეგიონში ტურისტების ჩამოსვლის ძირითადი მიზნების შესახებაც. ისინი აჭარაში ძირითადათ ღირსშესანიშნაობათა, ბუნებისა და ლანდშაფტების დასათვალიერებლად (38,8 %), მეგობრების მოსანახულებლად (16,6 % ) და აზარტული თამაშებისთვის (12, 5 % ) ჩამოდიან. თუმცა მათ მიერ რეგიონში ყოფნისას განხორციელებულ აქტივობებში აზარტულ თამაშებს მხოლოდ 0,32 % უჭირავს, მაშინ როცა ეკოტურიზმით ტურისტების 59%, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით 26,80%, ხოლო კულტურული ტურიზმით 14,74 % ტურისტია დაკავებული.

უცხოელ ვიზიტორთა კვლევის წინა ეტაპებისგან განსხვავებით აჭარაში იანვარ-მარტის პერიოდში მყოფი ტურისტებისთვის მთავარ პრობლემას უამინდობა (1,36%) და პატრულთან დაკავშირებული პრობლემები (1,13 %) წარმოადგენს, თუმცა მცირე პროცენტობით პრობლემებში ფიგურირებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მაღალი ფასები და სიძვირე კვების ობიექტებში, მომსახურების დონე და უცხო ენის პრობლემა. 2015 წლის აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდის კვლევისას კი მომსახუბის დაბალი დონე, სიძვირე, მოძრაობის წესები და ინფრასტრუქტურა ყველაზე მთავარ პრობლემებად სახელდებოდა. კვლევის მესამე ეტაპზე, წინა ორი ეტაპის მსგავსად ტურისტების უმრავლესობა (51,7%) ისევ კმაყოფილია რეგიონში დასვენებით და გამოკითხულთა 95 % -ს სურვილი აქვს აჭარას განმეორებით ეწვიოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხული ტურისტების მხოლოდ 12 % -მა დაჯავშნა საცხოვრებელი ადგილი წინასწარ, ხოლო დანარჩენმა (88%) აჭარაში ჩამოსვლის შემდგომ მოახდინა ბინის შერჩევა. მიმდინარე კვლევის პერიოდში აჭარაში ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ღირსშესანიშნაობების, ბუნების და მეგობრების / ნათესავების მონახულება
„ჩვენ მიერ ჩატარებული უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგები 10-ვე სამიზნე ქვეყნის მიხედვით არის გაანალიზებული. შედეგები ერთის მხრივ საშუალებას გვაძლევს პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისას ქვეყნების მიხედვით გავითვალისწინოთ თუ რეგიონის რომელ ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გავუწიოთ პოზიციონირება კონკრეტულ ქვეყანაში და რა გზებით. გარდა ამისა, რა ტიპის პრობლემებს აწყდება ტურისტები რეგიონში სტუმრობისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარების გზების დაგეგმვა -განხორციელება. ჩვენ ვაგრძელებთ უცხოელ ვიზიტორთა კვლევას და 2016 წლის სრულ მონაცემებს კვლევების დასრულებისას გამოვაქვეყნებთ,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

საშუალოდ ტურისტის ერთი დღის მთლიანი ხარჯი შეადგენდა 451.15 ლარს. აღსანიშნავია რომ აქედან საკებსა და სასმელზე ხარჯი (შეწონილი საშუალო ერთ ტურისტზე, ერთ დღეზე) დაახლოებით 192 ლარს შეადგენს: - საკვები და სასმელი (რესტორნებში, კაფეებში და ბარებში) 82.61 ლარი. - საკვები და სასმელი (გარდა რესტორნების, კაფეების და ბარების) 109.87 ლარი.

ამასთან, უცხოელი ვიზიტორის საქართველოს რეზიდენტის მიერ საკვებსა და სასმელზე საშუალოდ 2.92 ჯერ (შეწონილი საშუალო მთლიანი ვიზიტისას) იყო დაპატიჟებული, ხოლო საქართველოს რეზიდენტის მიერ უფასო საკვებით/სასმელით (გარდა რესტორნების, კაფეების და ბარების) უცხოელი ვიზიტორი საშუალოდ 4.5 დღის განმავლობაში იყო უზრუნველყოფილი (შეწონილი საშუალო მთლიანი ვიზიტისას). როგორც კვლევამ გვიჩვენა უცხოელი ვიზიტორი ჯამში საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილ საჩუქრებზე აჭარის რეზიდენტებისათვის საშუალოდ 271.52 ლარს ხარჯავენ.



Subscribe to our news

Get the main news of the day