Home
Category
TV Live Menu

აჭარაში თაფლის მწამროებლები რეალიზაციის პრობლემას უჩივიან

58218aea90ce8
თათია ჩაფიჩაძე
08.11.16 12:17
1110
აჭარაში მეფუტკრე ფერმერების რაოდენობა იზრდება. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ ENPARD-ის ინფორმაციით, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება როგორც ფუტკრის ოჯახების რაოდენობა, ასევე ამ დარგში დასაქმებული მეფუტკრეების რაოდენობა. დარგის განვითარების ერთადერთი ფაქტორი ის არის, რომ წარმოებული თაფლის შესყიდვა შუამავალი რგოლების მიერ მისი შემდგომი თურქეთში ექსპორტის მიზნით მიმდინარეობს. ENPARD-ის ინფორმაციით, საქართველოში შესაბამისი შემოწმებისა და სერტიფიცირების არ არსებობის გამო თაფლის ექსპორტი თურქეთში ლეგალური გზით შეუძლებელია.

ENPARD აჭარის რეგიონში მოქმედი მეფუტკრეებს სამ ძირითად ნაწილად ყოფს: შთამომავლობით მეფუტკრეებად, 10-15 წლის მუშაობის გამოცდილებით და ახლაბედა მეფუტკრეებად. აღსანიშნავია, რომ სამივე კატეგორიის მეფუტკრეთა ცოდნა ძალიან ზოგადია, ეყრდნობა ძირითადად სახალხო წარმოების მეთოდებს და წინა თაობების გამოცდილებას. პრაქტიკოსთა შორის ნაკლებია თანამედროვე, რეალური და მყარი ცოდნის მქონე მეფუტკრეები. ამავე დროს არ ხდება ფუტკრის დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა.

ასევე მათი კვლვების შედეგად გამოვლინდა, რომ თაფლი პროდუქტების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მყიდველი პირველ რიგში სანდოობის მიხედვით იძენს. გარდა ამისა, მომხმარებელს ეს პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასში უნდა. ხელმისაწვდომი ფასის მიღწევა მცირე დაფასოების ხარჯზეა შესაძლებელი, თუმცა მაშინ, როდესაც ძირითადი გაყიდვები საბითუმოა, მწარმოებელი არ არის დაინტერესებული იზრუნოს საცალო ვაჭრობაში პროდუქტის იმიჯზე. სწორედ ამ მიზეზით საცალო ვაჭრობაში ძირითადად 0.5კგ – 1კგ კუსტარული შეფუთვის პროდუქტია.

მიუხედავად თაფლის მაღალი საბითუმე ლიკვიდურობისა, მეფუტკრეები ხაზს უსვამენ რეალიზაციის პრობლემას. პრობლემურ რეალიზაციაში მეფუტკრეები მოიაზრებენ: ე.წ. ნარჩენი თაფლის (საბითუმოდ გაყიდული რაოდენობის შემდეგ დარჩენილი თაფლი) ხანგრძილივ რეალიზაციას; ერთეულ საბუთუმო რეალიზაციის არხებს თურქეთში, რაც მეფუტკრეებს ხშირად იძულებით შემცირებულ საბითუმო საფასო პირობებში აყენებს და ე.წ. ფალსიფიცირებული თაფლის ფაქტორს, რაც მეფუტკრეებს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში აყენებს.




Subscribe to our news

Get the main news of the day