Home
Category
TV Live Menu

აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება

587dcad52c4a3
BM.GE
17.01.17 11:40
1080
აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. ნაგავსაყრელის პროექტი ქობულეთის რაიონ სოფელ ცეცხლაურში განხორციელდება. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ნოდარ კონცელიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მომზადებულია სატენდერო დოკუმენტაცია, რომელზეც დასტური EBRD-მა უნდა გასცეს.

ნოდარ კონცელიძის ცნობით, თებერვლის დასაწყისში გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე, რასაც დაახლოებით 2-2,5 თვე დასჭირდება. აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ფიქრობს, რომ სამშენებლო სამუშაოები მაისიდან დაიწყება და 18 თვეს გაგრძელდება.

ნაგავსაყრელისთვის 11 ჰექტარი მიწის ფართობია გამოყოფილი.

პროექტისთვის სულ 7 მილიონი ევროა გამოყოფილი, რომლის ნაწილსაც EBRD, ნაწილს კი SIDA გასცემს.

Subscribe to our news

Get the main news of the day