Home
Category
TV Live Menu

აჭარაში წარმოებული სიგარა ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიყიდება

57f21384c7ba3
სალომე მეცხვარიშვილი
03.10.16 12:14
1165
აჭარაში წარმოებული სიგარა ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიყიდება. ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს "იმერის" ხელმძღვანელი თამაზ თურმანიძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, რომ პროდუქცია ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში ოქტომბერში შევა. პირველ ეტაპზე საწარმო 10 ათასი ევროს ღირებულების სიგარებს გაიტანს ექსპორტზე, სამომავლოდ კი თანამშრომლობის გაგრძელება იგეგმება.

კომპანია ქართულ სიგარას 2007 წლიდან აწარმოებს. ამ დროისთვის "იმერი" 25-მდე დასახელების სიგარას უშვებს.

დღის განმავლობაში საწარმოს შეუძლია 2000 ღერი სიგარის წარმოება. გასახვევად გამზადებული და დაჭრილი თამბაქო 25 გრამიან პაკეტებად ფასოვდება. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 30-მდე ადამიანი. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად შიდა ბაზარზე ხდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day