Home
Category
TV Live Menu

აჭარაში ხარისხის ნიშანი კიდევ 12 ობიექტს მიენიჭა

57bff9799e379
BM.GE
26.08.16 12:09
1048
დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ხარისხის ნიშანი "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ 12 ობიექტს გადაეცა, თუმცა ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას პროექტის ფარგლებში 29 ობიექტი ცდილობდა. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ინოვაციური პროექტი. ის გაზაფხულზე დაიწყო და პირველ ეტაპზე, ხარისხის ნიშანი 18-მა, ხოლო მეორე ეტაპზე 16-მა სასტუმრომ და რესტორანმა მიიღო. დღეს კი მათი რიცხვი 46-მდე გაიზარდა.

პროექტის ფარგლებში ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტები და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობა მოწმდება. კრიტერიუმები მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება.

ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე Recommend.ge არის განთავსებული, რომელიც ვიზიტორებს ეხმარება თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მსურველებმა საიტზე recommend.ge ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მოიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

Subscribe to our news

Get the main news of the day