Home
Category
TV Live Menu

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის სამი კვარტლის ბიუჯეტი 131,3 პროცენტით შესრულდა

581c342895d59
BM.GE
04.11.16 11:08
986
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის სამი კვარტლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 131,3 პროცენტით შესრულდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შემოსავლების გეგმა 106 373,4 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიური შესრულება 139 702,8 ათასი ლარს შეადგენს, ანუ გეგმა შესრულებულია 131,3 პროცენტით.

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (128 335,8 ათასი ლარი) შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გრანტების გამოკლებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება გაზრდილია 11 367,0 ათასი ლარით, ანუ 8,9 პროცენტით.

2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის საშემოსავლო გადასახადი 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (122 338,7 ათას ლარი), გაზრდილია 7 086,1 ათას ლარით, 5,8 პროცენტით.

Subscribe to our news

Get the main news of the day