Home
Category
TV Live Menu

აჭარის ეკონომიკის მინისტრი: ორი კვარტლის მონაცემებით, აჭარაში კერძო ინვესტიციები 208 მილიონ დოლარს შეადგენს

581db45c08d11
BM.GE
05.11.16 14:26
1404
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციისა (JETRO) და სხვადასხვა მსხვილი იაპონური კომპანიის წარმომადგენელებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის რეგიონით დაინტერესებულ 21 ინვესტორთან შეხვედრაზე საუბარი რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებს შეეხო. უცხოელ პარტნიორებს მინისტრმა აჭარაში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტებზე,რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე,საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია.

"აჭარა ინვესტირების კუთხით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონია. აჭარისადმი ინვესტორების მზარდი ინტერესი ზოგადად ქვეყანაში არსებულმა მოქნილმა საკონონმდებლო სისტემამ, ბაზრების ხელმისაწვდომობამ, ბიზნეს პროცედურების სიმარტივემ, განვითარებულმა ინფრასტრუქტურამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა.

ბოლო წლებში აჭარაში ინვესტიციების მონაცემები მზარდი დინამიკით იცვლება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.

2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კერძო ინვესტიციები 208 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 74% უცხოური ინვესტიციაა და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ უცხოელი პარტნიორების ასეთი მაღალი ნდობა.

მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ აჭარის მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ ინიციატივას და ხელი შეუწყოს ინვესტორებს ეფექტურად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა აჭარაში"-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

იაპონური კომპანიები ვაჭრობის, ფინანსების, კვებისა და მძიმე მრეწველობის სფეროში საქმიანობენ. ისინი აჭარაში ლოჯისტიკით, სოფლის მეურნეობით, მრეწვერლობითა და უძრავი ქონებით არიან დაინტერესებულნი. დელეგაცია აჭარას დღეს დატოვებს

Subscribe to our news

Get the main news of the day