Home
Category
TV Live Menu

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: გონიოს განვითარების კონცეფციის საბოლოო ჩამოყალიბება მიმდინარეობს

58aae6212d476
სალომე მეცხვარიშვილი
22.02.17 09:50
1001
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიისადმი ინვესტორების დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

როგორც უწყებაში „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე გონიოს განვითარების კონცეფციის საბოლოო ჩამოყალიბება მიმდინარეობს და მას შემდეგ რაც ყველა დეტალი იქნება განსაზღვრული, კერძოდ თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს ტერიტორიის განვითარება, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ინვესტიციების განხორციელება.

„გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის განვითარების კონცეფიაზე საერთაშორისო კომპანია Colliers International-მა იმუშავა. დოკუმენტის შექმნის მიზანი აღნიშნული ტერიტორიის თითოეული ზონის სტრატეგიული დაგეგმარებაა, რაც ტერიტორიის საინვესტიციოდ გამოყენებას შეუწყობს ხელს.

გონიოს ტერიტორიისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია. არაბი ინვესტორები ადგილზე გაეცნენ საინვესტიციო ტერიტორიას და ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ მათი მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი საინტერესო საინვესტიციო წინადადება“,- აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 2015 წელს, თავდაცვის სამინისტროს 220 ათასი ლარი გადაეცა. გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი რუსეთის ჯარმა 2005 წელს დატოვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day