Home
Category
TV Live Menu

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დავით მაკარაძე დაინიშნა

587e00ef1afbc
BM.GE
17.01.17 15:31
1001
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დავით მაკარაძე დაინიშნა. დავით მაკარაძე დღემდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ზედამხედველობის და მონიტორინგის მიმართულებას ხელმღვანელობდა. დავით მაკარაძეს სამშენებლო სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ის 2004 წლიდან მუშაობს.

2004-2005 წლებში აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურთა კოორდინაციის სამმართველოს - აჭარის არქმშენინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

2006-2007 წლებში ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის კოორდინაციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
2007 წელს აჭარის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. 

Subscribe to our news

Get the main news of the day