Home
Category
TV Live Menu

აჭარის მთავრობამ "სილქ როუდ ჯგუფის" შვილობილი კომპანიისგან სახელმწიფოსთვის დაბრუნებული 18 ქონებიდან 3 ობიექტი გაყიდა

58aaedde2311f
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.17 09:45
1009
აჭარის მთავრობამ "სილქ როუდ ჯგუფის" შვილობილი კომპანიისგან სახელმწიფოსთვის დაბრუნებული 18 ქონებიდან 3 ობიექტი გაყიდა. როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, "აჭარა რიზორთს ბვ"-ს მიერ სახელმწიფოსთვის დაბრუნებულ და პრივატიზებულ ობიექტებზე გამჯანსაღებელი ცენტრი, თანამედროვე ტიპის სასტუმრო, საკემპინგე ადგილი და კოტეჯები მოეწყობა.

2 ობიექტები კომპანია "სტატოტელმა", ერთი კი "ჯეო დეველოპმენტმა" იყიდა. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, სასტუმრო მესხეთის ტერიტორიაზე 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და ადგილზე არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა.

10 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება და სასტუმრო და სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი ცენტრი მოეწყობა მახინჯაურში.

3 მილიონი ლარი ასევე მახინჯაურში ჩაიდება და ადგილზე სასტუმროების, კოტეჯების, საკემპინგე ადგილები მოეწყობა.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია დარჩენილი ქონების პრივატიზება ელექტრონული აუქციონით განხორციელდეს.

აჭარაში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საინვესტიციო კომპანიამ "აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი"-მ 18 ობიექტი სახელმწიფოს 2016 წელს დაუბრუნა. "სილქ როუდ ჯგუფის" შვილობილ კომპანიას სხვა 12 ობიექტზე განახლებული ვალდებულებებით ახალი კონტრაქტები გაუფორმდა. ობიექტების ჩამორთმევის მიზეზი კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა, რომელიც მას 2006 წლიდან ჰქონდა. 30 ობიექტიდან კომპანიამ მხოლოდ ერთი - ბათუმის "რადისონის“- მშენებლობა განახორციელა და მასში 50 მილიონი დოლარი ჩადო.

შენარჩუნებულ 12 ობიექტზე 2025 წლის 31 დეკემბრამდე ყაზახურმა კომპანიამ 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day