Home
Category
TV Live Menu

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა

5788dbf9cd651
BM.GE
15.07.16 16:19
1152
აჭარის უმაღლესმა საბჭომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩია.

ზურაბ პატარაძე წლების განმავლობაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. კერძოდ, 2013 წლიდან იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

2012 წლიდან 2013 წლის 1 მარტამდე იყო თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2011-2012 წლებში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი) საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობაზე.

2011 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი. 2009-2010 წლებში იყო ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული. პატარაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას, სავარაუდოდ დღეს წარადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day