Home
Category
TV Live Menu

აჭარის ტურისტულ ობიექტებს "იდუმალი სტუმარი" შეაფასებს

578dcbd6063b5
BM.GE
19.07.16 10:37
1151
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აგრძელებს პროექტს „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც აჭარაში მდებარე 150 ტურისტულ ობიექტში მომსახურების ხარისხს „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს. მომსახურების კვლევა „იდუმალის სტუმრის“ მეთოდის გამოყენებით სექტემბრამდე 80 სასტუმროსა და 70 კვების ობიექტში განხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებს რეკომენდაციებს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურად მიაწვდის.
 
"იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები, 2015 წელს კი სააგენტოებთან ერთად განთავსებისა და კვების ობიექტები შემოწმდა.

"ბოლო წლებში „იდუმალი სტუმრის“ მეთოდით ჩატარებული კვლევით შესაძლო გახდა დარგში არსებული პრობლემატიკის დადგენა, სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და ჩვენი სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრისთვის საკითხების განსაზღვრა. დარგში დასაქმებულ კადრებს ჩვენ სწორედ „იდუმალი სტუმრის“ პროექტისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ვუტარებთ ტრენინგებს, ვუწევთ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს თუ როგორ აღმოფხვრან ხარვეზები და გააუმჯობესონ ხარისხი,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.
 

Subscribe to our news

Get the main news of the day