აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი გახდა. როგორც უწყებაში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, პოსტზე ღლონტი ზურაბ პატარაძემ დღეს წარადგინა და ის მოვალეობის შესრულებას დღეიდანვე შეუდგება. სულხან ღლონტი ყოფილი ოპოზიციონერია, - ის თავისუფალი დემოკრატების პარტიის წევრი იყო და წლების განმავლობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, თუმცა ბოლო რამოდენიმე თვეა პარტიულ საქმიანობას არ ეწეოდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აჭარის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს მამუკა ბერძენიშვილი იკავებდა.