Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აჩვენებს თუ არა ზრდას ტურიზმის სექტორი?

BM.GE
28.06.23 13:35
53
ეკონომიკის მინისტრი მიმდინარე წლის მეორე კვარტლის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ტურიზმში მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. „მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების კუთხით სრული აღდგენა გვქონდა, იმედი გვაქვს, 2023 წელი ტურისტული სექტორისთვის გამორჩეულად წარმატებული უნდა იყოს“- თქვა ვიცე პრემიერმა. გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს, საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $795 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. ტურიზმის შემოსავლებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაცია იყო, საიდანაც მიღებულმა დანახარჯებმა პირველ კვარტალში 266 მილიონი შეადგინა. 

სტუმარი: ვალერი ჩეხერია - Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day