Home
Category
TV Live Menu

"ადამიანებს, ვისაც აქვთ საკმარისი შემოსავალი, არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა"

571123491a22e
BM.GE
15.04.16 21:17
1229
პრემიერი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებებს აანონსებს. როგორც პრემიერმა თოქ-შოუების წამყვანებთან საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე. კერძოდ, პრემიერის განცხადებით სისტემა მეტად უნდა იყოს მორგებული ადამიანების საჭიროებებსა და რესურსებზე.
 
„ნებისმიერი რეფორმა საჭიროებს დროთა განმავლობაში კორექტირებას. ასეთი კორექტირება აუცილებელია ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმისთვის, იმისთვის რომ თითოეული დახარჯული თეთრი იყოს უფრო ეფექტურად გამოყენებული.

ეს კი ნიშნავს, იმას რომ ვისაც მეტი საჭიროება აქვს მიიღოს უფრო მეტი და თვითონ მოქალაქეებს ვისაც აქვთ ჯანდაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობები შედარებით მწირი.
მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, მინისტრები საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოფდნენ ჯანდაცვას. მე პირადა ვსარგებლობ კერძო ჯანდაცვის პაკეტით.

ადამიანებს ვისაც აქვს საკმარისი შემოსავალი არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა“, - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day