#ADB-ის დაფინანსებით აეროპორტების განვითარების სტრატეგია შეიქმნება
BM.GE
10.05.22 18:41
• 271
აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს მასშტაბით არსებული აეროპორტების განვითარების სტრატეგიის შექმნაზე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა დაიწყო. დოკუმენტის შექმნაში საფინანსო ინსტიტუტი 225 000 დოლარს იხდის. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პოსტ-კოვიდურ პერიოდში 2045 წლამდე აეროპორტების განვითარების გეგმა უნდა დადოს. რას გულისხმობს ტენდერი, რომელზეც განაცხადების მიღება 4 მაისს დასრულდა. ტენდერის აღწერაში ასევე ვკითხულობთ, რომ დოკუმენტში მსჯელობა იქნება აეროპორტების მართვისა და მენეჯმენტის საკითხზებზეც.