აზიის განვითარების ბანკი საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერას გეგმავს. ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჰიდრო და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების შემთხვევაში საქართველოს აქვს პოტენციალი ელექტროენერგია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გაიტანოს.
„ზოგიერთ ქვეყანას აქვს ზედმეტი ენერგია, ზოგს კი ენერგოდეფიციტი და ეს არის რეალობა. თუკი შინ გექნებათ საკმარისი ენერგია შეგეძლებათ ის სხვა ქვეყანაშიც გაყიდოთ. საქართველოს ბევრი რესურსი აქვს როგორც ჰიდრო, ასევე განახლებადი ენერგიის კუთხით. ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის განვითარებას. მომავალში შეიძლება არამხოლოდ დავეხმაროთ ქვეყანას არსბეული რესურსების მოძიებსა და გამოყენებაში, არამედ მის ექსპორტშიც მეზობელ ქვეყნებში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ჰესების განვითარებას; ასევე ხელს შევუწყობთ მეზობელ ქვეყნებთან ენერგიის ექსპორტის კუთხითაც“, - ამბობს ვენჩაი ჟანგი.