Home
Category
TV Live Menu

"ადგილობრივი აეროპორტები სოციალურ მიზანს ემსახურება და ამიტომ როგორც წესი ინვესტორებისთვის საინტერესო არაა"

580ccab844481
BM.GE
23.10.16 18:34
1045
"გაერთიანებული აეროპორტები საქართველო" ადგილობრივი აეროპორტის ასაშენებლად საქარტველოში რამდენიმე ტერიტორიას სწავლობს, მათ შორის არის ომალო. როგორც უწყების დირექტორმა ქეთი ალექსიძემ "ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, იმ აეროპორტების დაანონსება, რომლის მშენებლობის დაწყებაც მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი უახლოეს ხანებში მოხდება.

"მთავრობის სივრცითი მოწყობის გეგმის თანახმად, ქვეყნის შიგნით მობილურად გადაადგილება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ კუთხით აეროპორტებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში სადაც მისვლა ძნელია, მაგალითად ამბროლაურსა და მესტიაში“, - განაცხადა ალექსიძემ. მისივე თქმით, მაღალმთიან რეგიონებში ფრენებზე მოტხოვნა საკმაოდ მაღალია და მგზავრობა სახელმწიფოს მხრიდან იქნება დასუბსიდირებული.

"ადგილობირივი აეროპორტები უფრო სოციალურ მიზანს ემსახურება, ვიდრე კომერციულს. მაგალითად მესტიის აეროპორტი მნიშვნელოვანია, როგორც ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებისთვის და როგორც წესი არ არის საინტერესო ინვესტორისთვის, რადგან აქ არ არის იმხელა ფინანსური მოგება როგორც საერთაშორისო აეროპორტების შემთხვევაშ და ამიტომ შემოდის აქ სახელმწიფო", - განაცხადა ალექსიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day