Home
Category
TV Live Menu

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული პროდუქციის ფასების ინდექსი გაიზარდა

5a8c26adec0d4
BM.GE
20.02.18 21:00
991
ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2,3 პროცენტით. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ფასები 14,3 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და ცხელი წყლის ჯგუფზე. ფასების 0,4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე, ხოლო 0,3 პროცენტიანი კლება - გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა 7,7 პროცენტით.
ფასების 14,0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და ცხელი წყლის ჯგუფზე. 6,3 პროცენტით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის, ხოლო 3,0 პროცენტით - სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ფასები.

Subscribe to our news

Get the main news of the day