"ბატონი გიორგი სალაყაიას განცხადებებზე დავით ბეჟუაშვილი გაკვირვებულია", - განაცხადა გადაცემაში საქმის კურსი დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა. ზვიად კორძაძე ამბობს, რომ დავით ბეჟუაშვილს კომპანია ბადაგონთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"ორშაბათისთვის მომზადდება სარჩელი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახისთვის. თუ ორშაბათამდე სალაყაია კარგად გაერკვევა საქმეში, მაშინ სარჩელს არ შევიტანთ. გავრცელებული იქნა ისეთი ტიპის ინფორმაციები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება", - ამბობს ადვოკატი.