Home
Category
TV Live Menu

ადვოკატის მტკიცებით, ერთი მიწის ნაკვეთის გარდა, "ცენტრ პოინტის" არც ერთ ქონებას ყადაღა არ მოხსნია

58e0ec4e37881
BM.GE
02.04.17 16:16
1047
ადვოკატის ინფორმაციით, ”ცენტრ პოინტის” ქონებას ყადაღა არ მოხსნია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მაია რჩეულიშვილის ინტერესების დამცველმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა, ყადაღა მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთს მოეხსნა, რომლითაც ”ცენტრ პოინტის” საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის გირაო იყო უზრუნველყოფილი.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი გირაოს პირობების დარღვევის გამო მაია რჩეულიშვილს ჩამოერთვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ”ცენტრ პოინტის” ქონებასთან დაკავშირებით გაუგებრობა შექმნა იმ განცხადებამ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ცენტრ პოინტის” საქმეზე განმარტება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სასამართლოს 31 მარტის განაჩენით, ”აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას”.

ipn

Subscribe to our news

Get the main news of the day