"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" არ ადასტურებს მედასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის საქართველოში ამ ეტაპზე შემოსვლასთან დაკავშირებით.
"ავიაკომპანიასთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს“ - ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა და უახლოეს მომავალში Ryanair თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებდა.
RyanAir საქართველოში შესაძლო შემოსვლაზე: ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებთ