შპს "აეროპორტების გაერთიანების" საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეამოწმებს. გეგმა სამსახურის 2018 წლის საქმიანობის დოკუმენტშია გაწერილი. შემოწმების საფუძველი მთავრობის, ექსპერტების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესი გახდა, რომლებიც დოკუმენტის მიხედვით, ამ ორგანიზაცის მხრიდან, "საქმიანობის ჯეროვნად" შესრულებით არიან დაინტერესებულნი.
გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია კომპანიის 2017 წლის საქმიანობის შესწავლა. შპს "აეროპორტების გაერთიანება“ ქვეყნის რამდენიმე აეროპორტს აერთიანებს, რომელთა ბოლო შემოწმებაც 2002-2006 წლების საქმიანობას მოიცავდა. კერძოდ, "ქუთაისის აეროპორტის" მუშაობა ბოლოს 2006 წელს შემოწმდა, "საბაჟო თბილისის აეროპორტი"-2002 წელს, სენაკის რაიონის შპს "აეროპორტი კოლხი"-2003 წელს, ხოლო "აეროპორტი თელავი"-2004 წელს.